Accentnews.ge
ოპოზიციის რეაქცია მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე:  "სანამ ჭადრაკის ფიგურებს ცვლის და აადგილებს ოლიგარქი, პრობლემა რჩება იგივე"

ოპოზიციის რეაქცია მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე:  "სანამ ჭადრაკის ფიგურებს ცვლის და აადგილებს ოლიგარქი, პრობლემა რჩება იგივე"

20/03/2023 08:18:00 პოლიტიკა

ოპოზიცია მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სანამ ჭადრაკის ფიგურებს ცვლის და აადგილებს ოლიგარქი, პრობლემა რჩება იგივე".

„შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. მანამ სანამ ჭადრაკის ფიგურებს ცვლის და აადგილებს ოლიგარქი, ჯამი ანუ პრობლემა რჩება იგივე. მთელი ამ ათი წლის მანძილზე და განსაკუთრებით რუსულ კანონთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან ნათლად დაგვანახა, რომ დეპუტატები თუ მინისტრები არიან ჭადრაკის დაფაზე ივანიშვილის მიერ დადებული ფიგურები, რომლებსაც ნებისმიერ დროს ააყირავებს, გადააადგილებს, ჩაანაცვლებს, გადააგდებს ან ნაგვის ყუთიდან ამოიღებს და თავიდან დადებს ჭადრაკის დაფაზე. ამიტომ მთავარი პრობლემა არის ის, ვინც მართავს არაფორმალურად, არაკონსტიტუციურად, რუსული მეთოდებით და ცდილობს ამ ქვეყანას დააკარგვინოს დემოკრატიული, თავისუფალი განვითარების გზა. ეს არის პრობლემა, რომლის დასასრულებლადაც უნდა მივმართოთ ძალისხმევა,“ - განაცხადა "ლელოს" წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ამილახვარი 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S