Accentnews.ge
კლეიტონი – მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული ვითარება აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, აუცილებელია გამოსავლის პოვნა

კლეიტონი – მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული ვითარება აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, აუცილებელია გამოსავლის პოვნა

20/03/2023 08:25:17 პოლიტიკა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს იმიჯს, ამიტომ აუცილებელია გამოსავლის პოვნა.

"დიდ ბრიტანეთს მიხელ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო პოზიცია უჭირავს. ყურადღებით ვაკვირდებით მონაცემებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უსაფრთხოებაზე. მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული ვითარება აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, აუცილებელია გამოსავლის პოვნა", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S