იოსელიანი სააკაშვილის მონახულების შემდეგ: "მონიტორინგის ყველა ის მექანიზმი რაც არსებობს სახალხო დამცველის აპარატში, შენარჩუნებული იქნება"
20/03/2023 09:00:39 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელმაც კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, აცხადებს, რომ "მონიტორინგის ყველა ის მექანიზმი რაც არსებობს ომბუდსმენის აპარატში, შენარჩუნებული იქნება".
მან თავი შეიკავა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისგან.
მხოლოდ ის განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი მწოლიარე მდგომარეობაში დახვდა და მეტყველება არ უჭირდა.
რაც შეეხება წონის კლებას, იოსელიანმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი წონაში დაკლებულია და ეს ყველა იცის:
"წონაში რომ დაკლებულია, ეს ყველამ ვიცით. მეტყველება არ უჭირდა. მე ვერ შევაფასებ მის მდგომარეობას. ჩემი მანდატი სამედიცინო შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა".


