Accentnews.ge
განათლების მინისტრის თანამდებობაზე ჩხენკელი ამილახვარმა შეცვალა

განათლების მინისტრის თანამდებობაზე ჩხენკელი ამილახვარმა შეცვალა

20/03/2023 10:02:26 პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი გიორგი ამილახვარმა შეცვალა.

შესაბამისი განცხადება საქართეველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.

ამილახვარი პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

2018-2019 ამილახვარი იკავებდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას; 2010-2020 წლებში იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში; 2008-2010 წლებში ლიეტუვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ საქართველოს ფილიალის, „სავერუს ჯორჯიას“ მთავარი იურისტი; 2007-2008 მუშაობდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

გიორგი ამილახვარს განათლება სამართალმცოდნეობის სპეციალობით აქვს მიღებული. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

რაც შეეხება ჩხენკელს იგი ქუთაისის უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნება.

გიორგი ამილახვარითბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე 2006 წელს ნაჩუქარ ბინას, მანსარდასა და სარდაფს ფლობს, რაც ჯამში 310 კვადრატული მეტრია. გარდა ამისა, 2018 წელს მან ამავე მისამართზე 77 კვადრატულ მეტრამდე არასაცხოვრებელი ფართი 3 ათას დოლარად შეიძინა. 2021 წელს კი 798 ათას ლარად 2 314 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა შინდისში. მისი ცოლი ნინო წერეთელი ფლობს 2011 წელს ჯამში 540 ათას ლარად შეძენილ ბინას, დამხმარე ფართსა და ავტოფარეხებს მთაწმინდაზე.

ამილახვარმა 2019 წელს 76 ათას ევროდ შეიძინა ავტომობილი Mercedes GLE 450; 2015 წელს 25 ათასი ლარი საათში გადაიხარა; 2022 წელს კი საათში 9 700 ევრო გადაიხადა. ოჯახი ასევე ფლობს ორ ფერწერულ ტილოს, რომლის ჯამური ღირებულება 28 ათასი ლარია. ამილახვრის მეუღლის დეკლარაციაში აღრიცხული საათებისა და სამკაულების ჯამური ღირებულება 69 ათას ლარსა და 17 ათას ევროს აჭარბებს. ოჯახის ანგარიშბეზე არსებული თანხა 97 ათას დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა, ნინო წერეთელი ნაღდი ფულის სახით ფლობს 50 ათას დოლარს.

გიორგი ამილახვარი 100%-იან წილს ფლობს შპს „ნიმი 1-სა“ და „ნიმი 2-ში“; მისი მეუღლე შპს „თოუ დეველოპმენტის“ მფლობელი და დირექტორია.

გასულ წელს გიორგი ამილახვარმა საზღვარგარეთ მოგზაურობაში 25 ათასი ლარი დახარჯა, ნინო წერეთელმა – 30 ათასი ლარი. წერეთელმა გასულ წელს ასევე შვილების განათლებაში 25 ათასი ლარი და 5 900 დოლარი დახარჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S