Accentnews.ge
მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს საქმიანობას - ადმინისტრაცია

მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს საქმიანობას - ადმინისტრაცია

20/03/2023 10:00:09 პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შეხვდა და გამოემშვიდობა.

მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი ორჯერ ეკავა – ჯერ 2017 წელს. მეორედ 2019 წელს დაინიშნა განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრად. 2021 წლიდან კი მას შემდეგ რაც განათლების და კულტურის სამინისტროები გაიმიჯნა, ჩხენკელმა განათლების და მეცნიერების სამინისტრო ჩაიბარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S