Accentnews.ge
გიორგი ამილახვარი – დღეიდან ვიწყებ აქტიურ კომუნიკაციას მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და ბავშვებთან

გიორგი ამილახვარი – დღეიდან ვიწყებ აქტიურ კომუნიკაციას მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და ბავშვებთან

20/03/2023 11:02:33 პოლიტიკა

დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, - ამის შესახებ განათლების ახლადდანიშნულმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

ამილახვარი ამბობს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, პროფესიუოლი განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას გააცნობს კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ აპირებს ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ მექანიზმებს შესთავაზებენ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის.

„დიდი პატივია ვუხელმძღვანელო განათლების და მეცნიერების მიმართულებას, იქ, სადაც მუშაობს და დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში განათლების სფეროში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ბუნებრივია კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც სჭირდება სწრაფი გადაჭრა. ჩვენ და მე პირადად დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან, ჩვენს მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ამ პრობლემებთან დაკავშირები. [...] აუცილებლად შევთავაზებთ დამატებით ფინანსური და სოციალურ მხარდამჭერ მექანიზმებს ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ ამ პროცესში განათლების პროცესის კარგად დასრულებისთვის. აქტიურად დავუჭერთ მხარს უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებას და დანერგვას ჩვენ უცხოელ უნივერსიტეტებთან ერთად, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ განათლებას არ აქვს საზღვრები და მნიშვნელოვანია, უფრო აქტიურად და ფართოდ გავაღოთ კარი დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში“, - განაცხადა ამილახვარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S