Accentnews.ge
გიორგი ამილახვარს პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის, ხოლო ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლე თენგიზ შარმანაშვილია

გიორგი ამილახვარს პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის, ხოლო ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლე თენგიზ შარმანაშვილია

20/03/2023 11:10:21 პოლიტიკა

გიორგი ამილახვარს, რომელიც პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ახლა განათლების მინისტრი გახდა, პარლამენტში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის.

პარლამენტის წევრი ხდება თენგიზ შარმანაშვილი. შარმანაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლეა, რომელმაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება ოფიციალურად უკვე დაწერა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, პარლამენტის დატოვებას გეგმავენ ვლადიმერ ჩაჩიბაია, დავით სერგეენკო და ნინო იობაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S