პრემიერის განმარტავს, იგეგმება თუ არა ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა
20/03/2023 11:12:07 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება, შეიცვალოს.
ჟურნალისტის კითხვაზე, იცვლება თუ არა ჯანდაცვის მინისტრი, პრემიერი მოკლე პასუხით შემოიფარგლა და განაცხადა: „ტყუილია, ტყუილი”.
ცნობისთვის: მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი "პოსტს" ტოვებდა და მას ამ თანამდებობაზე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი შეცვლიდა.


