Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი -  მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი განაცხადი არ შესულა

ჯანდაცვის მინისტრი -  მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი განაცხადი არ შესულა

20/03/2023 11:48:09 პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი განაცხადი არ შესულა.

მისი თქმით, ასეთი მოთხოვნის შესვლის შემთხვევაში უწყება მას ოპერატიულად განიხილავს და შესაბამისის დოკუმენტაციის არსებობის პირობებში ჯანდაცვის სამინისტრო დასტურს გასცემს. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბევრჯერ განვაცხადე, რომ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი და ის კლინიკა, სადაც ის იმყოფება, საკმაოდ კვალიფიციური ექიმების დახმარებით მკურნალობის პროცესს სრულად მართავენ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით პრობლემა არ უნდა იყოს. ჩვენი კომპეტენციაა შესაბამისი საექიმო საქმიანობის ნებართვების გაცემა. ამ მომენტისთვის გიდასტურებთ, რომ ჩვენთან არანაირი განაცხადი შემოსული არ არის. თუ შემოვა, ძალიან ოპერატიულად, როგორც ეს წინა შემთხვევებში იყო, განვიხილავთ და თუ არის შესაბამისი დოკუმენტაცია და კვალიფიკაცია ამ დასტურს ჩვენი სამინისტრო გასცემს. თუ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ ამ ექიმებზე, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან ოპერატიულად განიხილავს. მოვიწვევთ იმ საბჭოს, სადაც უნდა გავიდეს ეს საკითხი და იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი წესრიგშია, ძალიან ოპერატიულად დავადასტურებთ. პროცედურა არის შემდეგი: შემოვა განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, განიხილავს ჩვენი სააგენტო და შემდეგ საბჭოზე დასადასტურებლად, ნებართვის მისაღებად გააქვთ. არც განაცხადი და არც დოკუმენტაცია შემოსულა და არ ვიცი, რა აქციაა არ მესმის“, - განაცხადა აზარაშვილმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S