Accentnews.ge
პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს

პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს

20/03/2023 17:58:07 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებთან მიმართებით პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას მიუღებლად მიიჩნევს.

"სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება.შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე",– წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S