Accentnews.ge
საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობის მიმართ უნდობლობის ვოტუმს მხარი არ დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობის მიმართ უნდობლობის ვოტუმს მხარი არ დაუჭირა

20/03/2023 19:44:47 პოლიტიკა

საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორივე ვოტუმი გადაიტანა, შეაბამისად, გზა გაეხსნა საპენსიო რეფორმას.

20 მარტს უნდობლობის გამოცხადების მცდელობების მიზეზი სადავო საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე გატანა გახდა. პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა გამოიყენა საკონსტიტუციო მუხლი, რომელიც იძლევა კანონპროექტის გატანის შესაძლებლობას კენჭისყრის გარეშე. მას შემდეგ ათასობით ადამიანი აგრძელებს პროტესტს საპენსიო კანონის შეცვლის გამო.

უნდობლობის ორივე ვოტუმი ჩაიშალა, შესაბამისად, კანონი ძალაში შევა, რაც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს.

უნდობლობის ვოტუმის განცხადება პარლამენტში შეიტანეს ცენტრისტმა დეპუტატებმა და ულტრამემარჯვენე ნაციონალურმა მოძრაობამ.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, მაკრონს ან ახალი მთავრობა უნდა დაენიშნა, ან დაეშალა პარლამენტი და დაენიშნა ახალი არჩევნები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S