Accentnews.ge
Politico – ევროკავშირს მოუწოდეს, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესოს

Politico – ევროკავშირს მოუწოდეს, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესოს

21/03/2023 06:14:32 პოლიტიკა

რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესონ, - იუწყება Politico.

„ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენ უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შესაძლოა, გამართლებული იყოს ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება“, - ციტირებს გამოცემა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონას.

როგორც Politico იტყობინება, "რუმინეთისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირს მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს".

გამოცემა წერს, რომ თბილისში, ორი კვირის წინ ათასობით ადამიანმა გააპროტესტა საკამათო კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ.

„მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სამი დღის შემდეგ კანონპროექტი ჩააგდო, მაგრამ სულ უფრო მეტი ქართველი შიშობს, რომ მათი მთავრობა მოსკოვს უახლოვდება. პარტიის დამფუძნებელს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან", – იუწყება Politico.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S