Accentnews.ge
"ხალხი ხედავს და რაც დრო გავა, უფრო მეტად დაინახავს, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ყველაფერი შესაბამისობაშია იმ პრაქტიკასთან, რაც დღეს მთელს ევროპასა და მსოფლიოშია"

"ხალხი ხედავს და რაც დრო გავა, უფრო მეტად დაინახავს, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ყველაფერი შესაბამისობაშია იმ პრაქტიკასთან, რაც დღეს მთელს ევროპასა და მსოფლიოშია"

21/03/2023 07:58:13 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "რაც დრო გავა, მოსახლეობა მით უფრო დაინახავს, რომ ყველაფერი, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, ევროპასა და მთელ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს შეესაბამება". ამით მან ე.წ. აგენტების შესახებ კანონისა და EPP-ს ინიციატივის შესახებ შეკითხვას უპასუხა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, EPP-ს ინიციატივის განხილვას, რომელიც ევროკავშირში ამერიკული კანონის, ე.წ. FARA-ს ანალოგის სავალდებულო შემოღებას ეხება, საქართველოს მთავრობა დააკვირდება და შემდგომ შეაფასებს.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად დაინახავს, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ან გვინდა, რომ გავაკეთოთ, ყველაფერი შესაბამისობაშია იმ მსოფლიო ტენდენციებთან და პრაქტიკასთან, რაც დღეს მთელს ევროპასა და მსოფლიოშია. თქვენ ახსენეთ EPP-ს ინიციატივა, რომელიც ამერიკული კანონის, ე.წ. FARA-ს ანალოგის შემოღებას ეხება და რომელიც ევროკავშირისთვის სავალდებულო გახდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და შემდეგ შევაფასებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S