Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი - ვისურვებდი, ჩვენთანაც დამკვიდრდეს ევროკავშირის სტანდარტი, როცა ჟურნალისტები იცავენ რესპონდენტის უფლებებს და არ გადადიან შეტევაზე

ირაკლი ღარიბაშვილი - ვისურვებდი, ჩვენთანაც დამკვიდრდეს ევროკავშირის სტანდარტი, როცა ჟურნალისტები იცავენ რესპონდენტის უფლებებს და არ გადადიან შეტევაზე

21/03/2023 08:09:00 პოლიტიკა

"თქვენ ახსენეთ ევროინტეგრაცია და მე ვისურვებდი, ის მინიმალური სტანდარტი რაც არის ევროკავშირში, სადაც ჟურნალისტები პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს, მათ შორის რესპონდენტის უფლებებს იცავენ და არ გადადიან შეტევაზე, ეს სტანდარტი ჩვენთანაც დამკვიდრდეს ეტაპობრივად", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის მინიმალური ევროპული სტანდარტი, რომელიც ჟურნალისტებმა უნდა დააკმაყოფილონ.

„ჟურნალისტებმა ერთმანეთს, კოლეგებს პატივი უნდა სცეთ. როცა კითხვებს სვამთ, უნდა დაელოდოთ რესპონდენტის პასუხს და ამის შემდეგ დასვათ დამაზუსტებელი კითხვები. ეს არის სტანდარტი, მინიმალური, ევროპული, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

მანამდე, მან მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მოქმედი მთავრობა კარგად აცნობიერებს ჟურნალისტების პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას.

ცნობისთვის: "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებდნენ, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირებულიყო.

დოკუმენტი მოიწონა მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამაც" და ხალხმრავალი პროტესტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოწოდებების მიუხედავად, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის პირველი მოსმენის მიღების დღეს ათასობით ადამიანი პარლამენტთან შეიკრიბა. პროტესტის ფონზე, ორ დღეში, 9 მარტს მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ განაცხადა. 10 მარტს მეორე მოსმენაზე კანონპროექტი ჩავარდა. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ინიცირება დროში დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს. ევროკავშირის ქვეყნების ელჩები აღნიშნულ კანონპროექტს ამ პროცესის შემაფერხებლად აფასებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S