Accentnews.ge
სამადაშვილი: "ზეწოლას ახორციელებენ ადამიანებზე, ვისაც არ უნდა დავალებების შესრულება, რომ წავიდნენ პარლამენტიდან და მანდატი დაუთმოს მანქურთებს"

სამადაშვილი: "ზეწოლას ახორციელებენ ადამიანებზე, ვისაც არ უნდა დავალებების შესრულება, რომ წავიდნენ პარლამენტიდან და მანდატი დაუთმოს მანქურთებს"

21/03/2023 08:19:27 პოლიტიკა

"ზეწოლას ახორციელებენ ადამიანებზე, ვისაც არ უნდა ყველა დავალების შესრულება, რომ წავიდნენ პარლამენტიდან და მანდატი დაუთმოს მონას არ ვიტყოდი, ალბათ, უფრო მანქურთებს დავარქმევდი, რადგან მონა იბრძვის თავისუფლებისთვის და მანქურთს უკვე შეწყვეტილი აქვს ლტოლვა თავისუფლებისკენ",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს უფრო მეტი ადამიანისთვის არის დისკომფორტი "ქართული ოცნების" პოლიტიკური ინტერესების დაცვა.

„ქართული ოცნება" პარლამენტიდან წასვლას სთხოვს იმ ხალხს, ვისაც აღმოჩნდა, რომ სინდისი ჰქონდათ და თავი შეიკავეს რუსული კანონის მხარდაჭერისგან და დიტო სამხარაძე მათი გამორჩეული სახეა, სწორედ ასეთები სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს და ამიტომ დარწმუნებული ვარ, არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყვება. რაც შეეხება დეპუტატებს უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის დღეს არის დისკომფორტი „ქართული ოცნების" ინტერესების დაცვა, რადგან ადამიანს ვისაც შერჩა სინდისი და იცის, რომ საკუთარი შვილების წინაშეა ანგარიშვალდებული ამ ქვეყნის მომავალზე, მათთვის დისკომფორტია რუსეთის დავალებების შესრულება. „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას ვითარება, რომ პარლამენტში შემოვიდნენ დეპუტატები, ვისაც სრულად გააკონტროლებენ, რადგან რეჟიმს ეს სჭირდება და ამით არის დღეს დაკავებული კობახიძე. ისინი ზეწოლას ახორციელებენ ადამიანებზე, ვისაც არ უნდა ყველა დავალების შესრულება, რომ წავიდნენ პარლამენტიდან და მანდატი დაუთმოს მონას არ ვიტყოდი, ალბათ, უფრო მანქურთებს დავარქმევდი, რადგან მონა იბრძვის მაინც, უნდა თავისუფლება და მანქურთს უკვე შეწყვეტილი აქვს ლტოლვა თავისუფლებისკენ და მანქურთებისგან დაკომპლექტებული უმრავლესობა სჭირდება ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" რამდენიმე წევრი დეპუტატი უმრავლესობას და პარლამენტს ტოვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S