Accentnews.ge
კობახიძე – „ოცნებიდან“ წასვლის მსურველ დეპუტატებზე: "ყველაფერი კარგადაა"

კობახიძე – „ოცნებიდან“ წასვლის მსურველ დეპუტატებზე: "ყველაფერი კარგადაა"

21/03/2023 09:33:44 პოლიტიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, გუნდის ფარგლებში გარკვეული გადადგილებები იყოს.

მან თქვა, რომ კონკრეტული გვარებს არ დაასახელებს, თუმცა კონსულტაციები უკვე შედგა დეპუტატებთან და ყველაფერი დაზუსტებულია.

ირაკლი კობახიძემ მხოლოდ დეპუტატ ირაკლი კოვზანაძეზე ისაუბრა და თქვა, რომ გასვლა პარლამენტიდან არ უკავშირდებოდა რამე ფორმით იმ კანონპროექტს, რომელიც იყო დაინიცირებული.

„ირაკლი კოვზანაძის პარლამენტიდან გასვლა დაინიცირებულ კანონპროექტს არანაირი ფორმით არ უკავშირდება. თავისი მიზეზი ჰქონდა და თავად განმარტავს. მას კერძო სექტორში დაბრუნება სურს და ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო. რაც შეეხება სხვა გადაადგილებებს, შეიძლება, იყოს გარკვეული გადაადგილებები გუნდის ფარგლებში. თუ ასეთი გადადგილებები იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენგან მიიღებთ ამაზე ინფორმაციას. ვერცერთ გვარს ვერ დაგიკონკრეტებთ. დღეს სხვადასხვა მიზეზით ბევრი დეპუტატი ვერ ესწრება სხდომას. დღეს ვერ გეტყვით ვერაფერს, ამას დაგიკონკრეტებთ შესაბამის დროს. რელაურად ყველაფერი დაზუსტებულია, ყველაფერი არის კარგად, კონსულტაციებიც გქვონდა, მაგრამ თავისი დრო აქვს ამის გასაჯაროებას და გაიგებთ უახლოეს დღეეებში", – განაცხადა კობახიძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საპარლამენტო მანდატის დატოვება სურთ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, დავით სერგეენკოსა და გიორგი ხელაშვილს. ასევე საუბარია, ნინო იობაშვოლზე. ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც ხმა არ მისცეს პირველი მოსმენით "აგენტების" შესახებ კანონის მიღებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S