Accentnews.ge
ხატია დეკანოიძესა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ხატია დეკანოიძესა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

21/03/2023 10:52:16 პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ხატია დეკანოიძესა და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა.

სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ უკმაყოფილება გამოთქვა „ტვ პირველის“ მიერ მისი სიძის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტზე და აღნიშნა, რომ მისი დის ოჯახს "მიუვარდნენ, ხოლო სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს სულ ზარქუას სიძე ეძახეს“.

ირაკლი ზარქუას ამ განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.

„ახლა გაახსენდათ, მშობლები და შვილები. ჩვენც გვყავს მშობლები და შვილები.... რას აპირებდით ამ კანონის (ე.წ. აგენტების შესახებ კანონის) შემოტანით?“ - მიმართა ზარქუას დეკანოიძემ.

ამ პროცესში ხატია დეკანოიძეს რეპლიკის სახით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

„20 წელია არ დაასვენეთ ეს ქვეყანა...“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შემდეგ ხატია დეკანოიძეს ირაკლი-დაჩი ბერაიამ მიმართა:

„ნამუსი, მორალი არ გაქვს?! ნუ ყაყანებ აქ, გადი აქედან".

თავის მხრივ, ხატია დეკანოიძემ უპასუხა, რომ მას „საერთოდ ხმა არ აქვს ამოსაღები“.

ამ კამათის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეკანოიძეს ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა შეახსენა.

„ქალბატონო ხატია, შეგახსენებთ, თქვენ ბოიკოტში ხართ. ნუ უშლით ხელს სხდომას“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს. თავის მხრივ, დეპუტატმა პაპუაშვილს განუმარტა, რომ ის ბოიკოტის რეჟიმში არ იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის სხდომას ესწრება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, რომელიც თანაფრაქციელებისგან განსხვავებით პარლამენტში პოლიტიკურ ბოიკოტში არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S