სტოლტენბერგი – ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ სურთ ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირება, NATO განაგრძობს ამ მისწრაფებებში პარტნიორობას
21/03/2023 14:38:09 პოლიტიკა
NATO -ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით,ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ სურთ ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირება და ალისნის განაგრძობს ამ მისწრაფებებში პარტნიორობას.
იგი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე.
„მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ჩაეგდოთ თუ უკან გაეწვიათ კანონპროექტი უცხოური აგენტებისა, თუ გავლენის შესახებ, რადგან ის შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან. ასე რომ, მივესალმები, რომ ინიციატივა უკან გაიწვიეს და მას მხარი არ დაუჭირა პარლამენტმა. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე და, რა თქმა უნდა, ნატო-ც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების განსახორციელებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების, დემოკრატიული კონტროლის, უსაფრთხოების სამსახურის გასაძლიერებლად და ასევე კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა, რომ მათ სურთ საქართველოს დემოკრატიული კეთილდღეობა, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირება. ნატო განაგრძობს ამ მისწრაფებებში პარტნიორობას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.


