3 ოპოზიციური პარტიის შეხვედრის პარალელურად, 15-მდე ნიღბიანმა ადამიანმა აქცია გამართა
22/03/2023 08:20:00 პოლიტიკა
"გირჩი - მეტი თავისუფლების", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "დროას" ლიდერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად, 15-მდე ნიღბიანმა ადამიანმა აქცია გამართა.
ადგილზე მისულმა 15-მდე ახალგაზრდამ არ დაასახელა ვინაობა, მათ დაფარული ჰქონდათ სახე. ისინი აცხადებენ, რომ "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მხარს არ უჭერდნენ, პარალელურად კი ამბობენ, რომ აპროტესტებენ 3 პარტიის მიერ მსჯელობას ბრიუსელში და სტრასბურგში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
"ვაქირავებ ბინებს მხოლოდ რუს მდგმურებზე", - 15-მდე ახალგაზრდა ამ პლაკატებით დახვდა ადგილზე მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ოპოზიციის წევრები ახალგაზრდებმა შეხვედრაზე რუსული შეძახილების ფონზე შეაცილეს.


