დუმბაძე – ვინც არ უნდა მეძახოს ფარისეველი, ტურაშვილისა და კეკელიძესადმი ჩემ დამოკიდებულებას ვერავინ შეცვლის
22/03/2023 08:37:19 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქეთევან დუმბაძე, სოციალურ ქსელში დათო ტურაშვილისა და გიორგი კეკელიძის მხარდამჭერ "პოსტს" აქვეყნებს.
“ვინც არ უნდა მლანძღოს და ფარისეველი მეძახოს, ტურიკასადმი და გიორგი კეკელიძესადმი ჩემ დამოკიდებულებას ვერავინ შეცვლის, ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა. რაც მთავარია, ეს ორივემ იცის და ეჭვიც არასდროს შეეპარებათ. ვისაც მათზე მეტი გაუკეთებია და მათზე მეტი სიყვარული გაუცია, იმათ ჩამქოლონ”, — წერს დუმბაძე.
დუმბაძეს "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას თავისი ხმა არ დაუფიქსირებია, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ რეალურად, დოკუმენტს მხარი დაუჭირა და ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი.


