ხატია დეკანოიძე ფრაქციის დატოვებას არ გამორიცხავს
22/03/2023 10:20:34 პოლიტიკა
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და ფრაქციის დატოვებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ენმ–ის ბოიკოტი მისთვის მიუღებელია.
"მქონდა, მათ შორის მძიმე საუბრები ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. ჩემი პოზიცია ახალი არ არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ფრაქციაში არიან. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ფრაქციას უნდა ეაქტიურა და ეს აქტიურობა უნდა ყოფილიყო პარლამენტში. გულწრფელად შემიძლია, გითხრათ, რომ ამ ფრაქციაში, ამ ვითარებაში ძალიან რთული იქნება ჩემი ყოფნა. სამწუხაროა, რომ ჩემი პოზიციის სისწორეში ვერ დავარწმუნე ეს ადამიანები", – განაცხადა დეკანოიძემ.


