Accentnews.ge
5 დეპუტატი პაპუაშვილს მიმართავს, „ხალხის ძალის“ ჯგუფს სასესიო დარბაზში ადგილი შეუცვალოს

5 დეპუტატი პაპუაშვილს მიმართავს, „ხალხის ძალის“ ჯგუფს სასესიო დარბაზში ადგილი შეუცვალოს

22/03/2023 10:44:02 პოლიტიკა

თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ტარიელ ნაკაიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ თხოვნით, „ხალხის ძალის“ წევრ დეპუტატებს სასესიო დარბაზში ადგილი შეუცვალოს.

დეპუტატები განმარტავენ, რომ მათი მხრიდან ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის, რასაც დღეს ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

"ბატონო შალვა, საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის ფლანგზე სხედან საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრები. აღნიშნული ჯგუფის მხრიდან 2023 წლის 21-22 მარტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ოპოზიციის მისამართით ისმის შეურაცხმყოფელი ხასიათის რეპლიკები და დღეს, 22 მარტს ეს ყოველივე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, კერძოდ, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძის მხრიდან. ბატონო შალვა, ვინაიდან „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არის მუდმივი დაპირისპირების კერა, გთხოვთ, მიიღეთ შესაბამისი ზომები და აღნიშნულ დეპუტატთა ჯგუფს შეუცვალეთ ადგილი სასესიო დარბაზში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S