სონღულაშვილი – "პოსტის" წაშლის შესახებ: "აღარ არის არსებითი, მთავარია, პოზიცია გამოვხატე"
22/03/2023 11:55:31 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, რომელმაც "აგენტების" შესახებ კანონპროექტზეკრიტიკული "პოსტი" დაწერა და შემდეგ წაშალა, ამბობს, რომ პარტიიდან საყვედური არ მიუღია. კითხვაზე, რატომ წაშალა "პოსტი", სონღულაშვილი ამბობს, რომ ეს "აღარ არის არსებითი".
"რაც შეეხება ჩემს "პოსტს", მე გამოვხატე ჩემი პოზიცია... ["პოსტის" წაშლა] აღარ არის არსებითი, მთავარია, რომ პოზიცია გამოვხატე... რატომ უნდა მივიღო საყვედური [პარტიისგან]", - თქვა სონღულაშვილმა.
დავით სონღულაშვილი იმ დეპუტატებს შორისაა, რომელმაც"აგენტების" შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის უკან გაწვევის შემდეგ დეპუტატმა "დაპოსტა", რომ მისი მიღება შეცდომა იყო. მალევე "პოსტი" აღარ იძებნებოდა.


