Accentnews.ge
ბაჩუკი ქარდავა: "ამ ეტაპზე არ ვადასტურებ, რომ ვტოვებ ფრაქციას, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ თემაზე არ მქონია მსჯელობა"

ბაჩუკი ქარდავა: "ამ ეტაპზე არ ვადასტურებ, რომ ვტოვებ ფრაქციას, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ თემაზე არ მქონია მსჯელობა"

22/03/2023 16:21:14 პოლიტიკა

დეპუტატი ბაჩუკი ქარდავა ჯერ–ჯერობით არ ადასტურებს ინფორმაციას ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის დატოვების შესახებ, თუმცა ამბობს, რომ ეს საკითხი განიხილა პარტიის ფორმატში.

ქარდავა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა და პარლამენტში ენმ-ის ბლოკით მოხვდა, პარტიის ფრაქციასთან უთანხმოების მიზეზად ბოიკოტის საკითხს ასახელებს.

“ჯერჯერობით ვერ/არ ვადასტურებ, რომ ვტოვებ ფრაქციას, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ თემაზე არ მქონია მსჯელობა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ფორმატში”, – განაცხადა დეპუტატმა ბაჩუკი ქარდავამ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.

ქარდავას განმარტებით, ამ თემის განხილვის მიზეზი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ტაქტიკაა ბოიკოტთან დაკავშირებით.

"მიმაჩნია, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები ტანდემში უნდა იყოს გამოყენებული პარლამენტთან ერთად. დღეს პარლამენტის ტრიბუნაზე უარის თქმა არის ფუფუნება ბიძინა ივანიშვილისთვის. უარის თქმა იმ ბერკეტზე, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გვქონდეს პირდაპირი და თავისუფალი ურთიერთობა საერთაშორისო აქტორებთან, სხვა უამრავი ბერკეტი, რის შესაძლებლობასაც იძლევა პარლამენტი და მანდატი, რომელიც ხალხმა მოგვანიჭა, არ მიმაჩნია სწორი, მაშინ როცა ქვეყანა არის გზაჯვარედინზე – ვრჩებით ერთგული დასავლეთისა თუ ვბრუნდებით უკან, რუსეთში. [...] როცა გრძელი ბრძოლა გველოდება რეჟიმთან და ილუზია არავის აქვს, რომ დღეს და ხვალ დასრულდება, ასეთ ბერკეტებზე უარს არ ამბობენ. ეს იქნებოდა პოლიტიკური სუიციდი”, – აცხადებს ქარდავა.

ქარდავა ასევე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ბოიკოტის ის ფორმა, რომელზეც ენმ-ის ფრაქცია საუბრობს – როცა ფრაქცია ზოგიერთი საკითხის განხილვაში მონაწილეობს, ზოგიერთში კი არა.

იგი იმედოვნებს, რომ ენმ-ს საპარლამენტო ფრაქცია საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S