ბლინკენი – ვფიქრობ, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია ივნისისთვის მზად გვექნება
22/03/2023 19:24:12 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენ აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონის მიმართ ამერიკის სტრატეგია სავარაუდოდ, ივნისისთვის იქნება მზად.
შესაბამისი კითხვით ბლინკენს სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში გამართულ მოსმენაზე მიმართა.
„ჩვენ შევიმუშავებთ ამ სტრატეგიას. კანონმდებლობაში არის გასაზღვრული ვადა და ეს არის ივნისი. ვფიქრობ, ამ დროისთვის ჩვენ ის მზად გვექნება. ეს ჩვენგან მოითხოვს ფოკუსირებას შავი ზღვის რეგიონის მიმართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე. სტრატეგია ყურადღებას გაამახვილებს არა მხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაზე, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის", – განაცადა ბლინკენმა.


