Accentnews.ge
შაჰინი: "უნდა ვიფიქროთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ოფისზე რეგიონში, ამ მხრივ საქართველოს პოტენციალი აქვს"

შაჰინი: "უნდა ვიფიქროთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ოფისზე რეგიონში, ამ მხრივ საქართველოს პოტენციალი აქვს"

23/03/2023 09:10:19 პოლიტიკა

სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) გახსნის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"როცა ვუყურებთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, იმედგაცრუებული ვარ მთავრობის მიერ დემოკრატიის კუთხით უკუსვლის გამო, თუმცა ძალიან ნათელია, რომ ხალხი ერთგულია ევროპისა და NATO-ს მომავლის. უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ უკეთ მათ ამ მიზნის მიღწევაში. ჩვენმა ელჩმა დეგნანმა ბრწყინვალე საქმე გააკეთა, თუმცა როგორც აღვნიშნე, უნდა ვიფიქროთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ოფისზე რეგიონში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალი აქვს და ეს მნიშვნელოვანი იქნება”,-აცხადებს შაჰინი.

ამასთან, მან საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება:

"თებერვლის ბოლოს რეგიონში ვიყავი, კონკრეტულად კი რუმინეთსა და საქართველოში. მნიშვნელოვანია, ამ რეგიონზე უფრო კომპლექსურად დავიწყოთ ფიქრი და ასევე შევხედოთ ეკონომიკურ პოტენციალს. საქართველოში არის შუა დერეფანი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა რუსეთის ენერგეტიკული საკითხი მოაგვარო".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S