Accentnews.ge
შაჰინი: "საქართველოში არის შუა დერეფანი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა რუსეთის ენერგეტიკული საკითხი მოაგვარო"

შაჰინი: "საქართველოში არის შუა დერეფანი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა რუსეთის ენერგეტიკული საკითხი მოაგვარო"

23/03/2023 09:13:06 პოლიტიკა

სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

"თებერვლის ბოლოს რეგიონში ვიყავი, კონკრეტულად კი რუმინეთსა და საქართველოში. მნიშვნელოვანია, ამ რეგიონზე უფრო კომპლექსურად დავიწყოთ ფიქრი და ასევე შევხედოთ ეკონომიკურ პოტენციალს. საქართველოში არის შუა დერეფანი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა რუსეთის ენერგეტიკული საკითხი მოაგვარო", – განაცხადა შაჰინმა.

მისი თქმით, ქვეყანაში დემოკრატიული თვალსაზრისით უკუსვლაა.

"როცა ვუყურებთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, იმედგაცრუებული ვარ მთავრობის მიერ დემოკრატიის კუთხით უკუსვლის გამო, თუმცა ძალიან ნათელია, რომ ხალხი ერთგულია ევროპისა და NATO-ს მომავლის. უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ უკეთ მათ ამ მიზნის მიღწევაში. ჩვენმა ელჩმა დეგნანმა ბრწყინვალე საქმე გააკეთა, თუმცა როგორც აღვნიშნე, უნდა ვიფიქროთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ოფისზე რეგიონში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალი აქვს და ეს მნიშვნელოვანი იქნება”,-აცხადებს შაჰინი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S