Accentnews.ge
კობახიძე –სააკაშვილის შესახებ: "თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ოჯახი"

კობახიძე –სააკაშვილის შესახებ: "თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ოჯახი"

23/03/2023 09:24:50 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი თავად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახია, "რომელსაც ყოფილ პრეზიდენტთან შესაბამისი კალორაჟის საკვები არ მიაქვს".

მისი თქმით, აღნიშნული საკითხით არამარტო საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც უნდა დაინტერესდნენ.

„თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი, ეს ასეა მთელ მსოფლიოში, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს - ისინი პასუხისმგებელნი არიან ზრუნვაზე ნებისმიერი პატიმრის მიმართ. ამ შემთხვევაში თვითდაზიანებაზე ასევე, პასუხისმგებელია პატიმრის ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს პატიმართან. ამაზე საზოგადოებამაც უნდა გაამახვილოს ყურადღება და საერთაშორისო პარტნიორებმაც, რატომ ხდება ეს, რატომ ხდება თვითდაზიანება და რატომ არის ჩართული თვითდაზიანებაში პატიმრის ოჯახი, რომელიც აბსოლუტურად გაუგონარ რამეს აკეთებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S