Accentnews.ge
"როცა ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი სხვა კოლეგეს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება კოლეგებს, ეს არის ჩემთვის გასაგები"

"როცა ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი სხვა კოლეგეს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება კოლეგებს, ეს არის ჩემთვის გასაგები"

23/03/2023 09:34:55 პოლიტიკა

"ტარიელ ნაკაიძეს აქვს მძიმე რეპუტაცია -დეპუტატებს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს, გადაჯდეს და დადგეს კუთხეში",- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ როცა ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, მის მიმართ "ხავერდოვანი დამოკიდებულება" რომ ვერ ექნებათ, მისთვის ეს გასაგებია.

„ტარიელ ნაკაიძეს აქვს მძიმე რეპუტაცია, დეტალებში არ შევალ. როცა ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი სხვა კოლეგეს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება კოლეგებს, ეს არის ჩემთვის გასაგები. რაც შეეხება ინციდენტს, ზოგადად ინციდენტები მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან. დეპუტატებს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს, გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, შეუძლია ეს გააკეთოს, მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა. მას აქვს მძიმე რეპუტაცია, სხვა კოლეგებს უწოდა მოღალატე, კუთხეში დგომა ეკუთვნის მას. დეტალებში არ შევალ, როცა სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეს ტარიელ ნაკაიძე, საკუთარ სინდისს მიხედოს. მგონი, სჯობს, თვითონ გადასხდნენ სხვა ადგილას, რადგან თუ ვინმეს აქვს მორალური პრობლემები, ესენი არიან სწორედ ამ ოპოზიციის წარმომადგენლები. თუ არ სიამოვნებთ აქეთ ჯდომა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებთან, გადასხდნენ სხვა ადგილას,"- განახადა კობახიძემ.

გუშინ დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ, ანა ნაცვლიშვილმა და ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს თხოვნით, „ხალხის ძალის“ წევრ დეპუტატებს სასესიო დარბაზში ადგილი შეუცვალოს.

დეპუტატები განმარტავენ, რომ მათი მხრიდან ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის, რასაც გუშინ ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

კერძოდ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს "აგენტებს" ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S