ჯოზეფ ბორელი: "ილია დარჩიაშვილს გავუზიარე ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობა"
23/03/2023 09:52:21 პოლიტიკა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "ილია დარჩიაშვილს გაუზიარა ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობა".
„ილია დარჩიაშვილს ღიად გავუზიარე აუცილებელი რეფორმები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოების როლის მნიშვნელობას. განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების ვითარება და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მედეგობის გაძლიერებაში“, – წერს ბორელი.


