Accentnews.ge
კობახიძე – რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ: "ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამას კონსულტაციები არ სჭირდება"

კობახიძე – რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ: "ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამას კონსულტაციები არ სჭირდება"

23/03/2023 10:30:48 პოლიტიკა

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოვლის აღდგენას კონსულტაციები არ სჭირდება.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწვეტილების შეცვალაც რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

„ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. თავის დროზე სანქცია რუსეთმა დაუწესა საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს. თუ ამ სანქციას ისინი მოუხსნიან საქართველოს მოქალაქეებს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ გაუდვილდებათ მიმოსვლა საქართველოში. ეს იყო თავის დროზეც ცალმხრივი გადაწყვეტილება და ახლაც იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება, ამას კონსულტაციები არ სჭრდება“, - განაცხადა, ირაკლი კობახიძემ.

  • 22 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ "რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების პირას არიან".
  • დღეს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში "აქცენტს" გაუცხადეს, რომ "ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის".

როგორც "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა, "რუსეთთან ფრენების აღდგენას შესაძლოა, პროცესში ჩართული კომპანიების დასანქცირება მოჰყვეს":

"ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, კრძალავს რუსული თვითმფრინავების შესვლას თავიანთ საჰაერო სივრცეში. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ჩვენ შეშფოთებულები ვიქნებით, რადგან საქართველოს აეროპორტების კომპანიებს შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ, თუ თუ ისინი მოემსახურებიან იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის".

ცნობისთვის: მიმინარე წლი 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის უსწრაფესი აღდგენის იმედი აქვს.

მოსკოვის ინიციატივას საქართველოს მმართველი პატიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი. გამონაკლისს ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა.

მოსკოვის ამ ინიციატივის მხარდაჭერისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არგუმენტად კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი მოიყვანა რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე. ეს სრული სიცრუეა, რადგან თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც კი არ აღწევდა, ბოლო წელს კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან უამრავი ქართველი მამაკაციც გამოექცა.

საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნება" რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ უკვე გააფრთხილეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S