Accentnews.ge
დღეს პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

დღეს პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

24/03/2023 06:21:16 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

„მიმდინარე წლის 24 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

როგორც საქართველოს პარლამენტი განმარტავს, „აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“.

დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივა. პრემიერს ინტერპელაციის წესით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოუსმენენ. დღესვე ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსაც მოუსმენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S