Accentnews.ge
ლილუაშვილმა ღარიბაშვილის განცხადებები პროპაგანდისტ „სიმონიანების“ გამოსვლას შეადარა

ლილუაშვილმა ღარიბაშვილის განცხადებები პროპაგანდისტ „სიმონიანების“ გამოსვლას შეადარა

24/03/2023 09:57:15 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში პროპაგანდისტ „სიმონიანების“ გამოსვლას შეადარა.

„40 წუთის განმავლობაში რუსეთის ფედერაცია ერთხელაც არ გიხსენებიათ ომის მწარმოებელი აგრესორი ქვეყნის კონტექსტში. ახსენეთ დიდი გამოწვევა, საბრძოლო მოქმედებები, ნომერ პირველი ბირთვული სახელმწიფო - მტერი, ბატონო ირაკლი, მტერია რუსეთის ფედერაცია, მაგრამ თქვენ თქვენი ფუნქცია ფანტასტიკურად შეასრულეთ, ომის სურათი დაუხატეთ ქართულ საზოგადოებას, მოახდინეთ ქართული საზოგადოების შიშების გაღვივება. ეს ფუნქცია გქონდათ, „სიმონიანები“ რომ აცხადებენ ხოლმე რუსეთის პროპაგანდისტული არხებიდან, რომ თბილისის მიმართულებით რაკეტები გამოფრინდება, ეს ფუნქცია შეასრულეთ - თქვით რადიკალებზე, ექსტრემისტებზე, ახალგაზრდებზე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანად იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს, საკუთარი მომავლის წართმევასთან მიმართებით. საზოგადოებაში შიშის გაღვივება, საზოგადოების დაპირისპირება, ამ მოტივებზე დაფუძნებული რიტორიკა ყოველთვის რუსეთის საქმე იქნება, ეს ასეა, როგორც არ უნდა ეცადოთ, რომ შეცვალოთ“,- მიმართა ბექა ლილუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S