პრემიერი– სამნიძეს: "ჩვენ ვნახეთ თქვენი რადიკალური ბუნება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ე.წ. მე-5 კოლონამ ვერ მიაღწიოს ვერც ერთ მიზანს"
24/03/2023 10:32:41 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს არის ე.წ. მე-5 კოლონის მოქმედება ქვეყანაში.
„მე მოგიწოდებთ ქალბატონი სამნიძე რომ აქტიურობს, რომელიც მანამდე გამოირჩეოდა ვითომ კონსტრუქციულობით, ჩვენ ვნახეთ მისი რადიკალური ბუნება. თქვენ აბსოლუტურად არ განსხვავდებით სააკაშვილის პარტიისგან, არაფრით. თქვენ ხართ კოორდინაციაში ჩართული ამ რადიკალურ ძალასთან. ესაა რეალობა. ამიტომ ბატონო თავმჯდომარევ და ძვირფასო დეპუტატებო, საზოგადოებავ, მინდა, გითხრათ, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გარდა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს არის მე-5 კოლონის მოქმედება საქართველოში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მე-5 კოლონამ ვერ მიაღწიოს ვერც ერთ მიზანს. მე-5 კოლონის მიზანი არის ქვეყნის განადგურება და ომში ჩართვა. თქვენ დაანგრიეთ უკვე ქვეყანა ერთხელ და მეორედ არ დაგანგრევინებთ,“- აღნიშნა პრემიერმა.


