Accentnews.ge
სამნიძე – ღარიბაშვილს: "საუბრობთ დეპოლარიზაციაზე და გვეძახით "მეხუთე კოლონას"

სამნიძე – ღარიბაშვილს: "საუბრობთ დეპოლარიზაციაზე და გვეძახით "მეხუთე კოლონას"

24/03/2023 12:11:33 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ ოპოზიციას "რუსული კანონის" მესიჯბოქსით ესაუბრება.

"ორი დღის წინ უკრან დაიხიეთ სწორად, უკან წაიღეთ "რუსული კანონი", ახალგაზრდების აქცია შეაფასეთ გულწრფელ პროტესტსად და დღეს უწოდებთ "დესტრუქციას" და პარლამენტის შენობაზე თავდასხმას... მაგრამ ხომ შევთანხმდით, რომ "რუსული კანონის" გამო ამ ქვეყანაში იყო გულწრფელი პროტესტი, სრულიად თვითორგანიზებით და ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც "ქართულმა ოცნებამ" უკან წაიღო და სწორად მოიქცა. ამის შემდეგ თქვენც შეუერთდით ე.წ. განდეგილებს და თქვენც ამ კანონის სულისკვეთებით გვესაუბრებით, რომ ჩვენ ვართ "მეხუთე კოლონა", "აგენტები", "ჯაშუშები", ქვეყნის გადარჩენას ხედავთ ამ თავდასხმებში", - განაცხადა სამნიძემ.

მან პრემიერს შეახსენა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნის ლიდერების მიმართ გაკეთდა.

"თქვენი გამოსვლა დაიწყეთ სიტყვებით, რომ "ჩვენ ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ". რას ნიშნავს "ქვეყნის გადარჩენა"? იმას, რასაც თქვენი ერთ-ერთი ლიდერი [კახა კალაძე] ამბობს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რეალობასაა აცდელი; იმას, რომ უკრაინის გვერდით დგას მთელი ცივილიზებული სამყარო და თქვენ უკრაინის მთავრობას უწოდებთ მეხუთე კოლონას? - ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა?!. ევროპაზე საუბარი, რომ თითქოს ჩვენი მეგობრები არ არიან - ეს არის უსაფრთხოების გარანტი და ქვეყნის გადარჩენა კი არა, ეს არის ქვეყნის შეტრიალება სხვა მიმართულებით და გაფრთხილებაც გააკეთა [გერმანიის] საგარეო საქმეთა მინისტრმა. და დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ეს ქვეყანა, ხალხი იმსახურებს სტატუსს და მიიღებს ევროპის სტატუსს", - მიმართა პრემიერს დეპუტატმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა პრემიერის განცხადების იმ ნაწილებზე, რომელიც მისი თქმით, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა:

"როცა საუბრობთ, რომ დეპოლარიზება უნდა მოხდეს და მთელ ოპოზიციას გვეძახით მეხუთე კოლონას? და ყველაზე ხშირად გამოყენებული ფრაზა დღეს იყო ეს - "მეხუთე კოლონა"... დეპოლარიზებას, უსაფრთხოებას ამ ქვეყანაში, პირველ რიგში, სჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და გვერდში დგომა და არა თქვენი მხრიდან თავდასხმა".

დღეს საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S