Accentnews.ge
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

24/03/2023 13:34:04 პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შიდა ქართლის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. მას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა გააცნეს ადგილზე ვითარება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა, რაიონში უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. განსაკუთრებით იმის შესახებ, რა უარყოფით გავლენას ახდენენ "ბორდერიზაციის" მიმდინარე ქმედებები და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივი დაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე.

მისიის ცნობით, გერმანიას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, მისიაში მომუშავე გერმანიის 28 მოქალაქის სახით.

ოძისში ჩასვლამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე შეხვდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს. დღესვე დაგეგმილია ასევე შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, სტუდენტებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით, საქართველოში ვიზიტით ქალბატონი ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S