თეონა აქუბარდია ილია დარჩიაშვილს მადლობას უხდის

24-03-2023 18:18:31 პოლიტიკა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს იმისთვის, რომ „ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია“, მადლობა გადაუხადა.

ამასთან, როგორც აქუბარდიამ დარჩიაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა, პროცედურის ფარგლებში მის კითხვებზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

„ბატონო მინისტრო, მგონი, თქვენ ერთადერთ მინისტრი ხართ, საგარეო ფრონტზე, რომელსაც ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია. ამისთვის გულწრფელად გიხდით მადლობას, ისევე როგორც იმ პასუხებისთვის, რომელიც ამომწურავადაა მოცემული - დაგვიანებით, თუმცა მიღებულია“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები