Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი"

ზურაბიშვილი: "რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი"

24/03/2023 18:20:53 პოლიტიკა

რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი, ვერ შეასრულა თავისი ვერც ერთი მიზანი,– ასე აფასებს უკრაინაის ომში რუსეთის მდგომარეობას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვ პირველთან“.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რა წყაროებით იღებენ ცნობებს პრეზიდენტი და მმართველი გუნდი, რადგან განსხვავებულად პოზიციონირებენ ომის კონტექსტში.

„არავინ იცის, რა იქნება საბოლოო შედეგი, მაგრამ უკვე არაერთი სერიოზული ბრძოლა წააგო [რუსეთმა]: ვერ მიაღწია იმას, რომ დაიშალოს უკრაინის ახალგაზრდა მთავრობა; ვერ მიაღწია უკრაინელი ხალხის გაყოფას; ვერ მიაღწია იმას, რომ ევროპა და ამერიკა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გერმანია შეიცვალა და პირმშოა რუსეთის ამ წაგებული ომის; ფინეთი და შვედეთი რომ მიილტვიან ნატოსკენ, ესეც წაგებაა რუსეთისთვის; რამდენჯერ შეცვალა პუტინმა თავისი მთავარსარდლები? მობილიზაციამ შედეგი არ მოიტანა. რუსეთისთვის და რუსეთის ელიტისთვის ყველაზე შეურაცხმყფელი არის ის, რომ დღევანდელი ომი „ვაგნერის“ ხელშია – ანუ კერძო მეომრების, რომლებიც არიან პატიმრები. ანუ რუსეთის ჯარი, როგორც ასეთი, თავისი რეპუტაციით აღარ არსებობს, მეტი წაგება რა გინდათ?!“,– ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, მან დღეს წერილი მიიღო უკრაინელი კოლეგისგან, რომელიც მოიცავდა მინიშნებას გლობალურ სამშვიდობო მოლაპარაკებაში საქართველოს ადგილის შესახებ. ზურაბიშვილი იზიარებს ამ მიდგომას.

„ზოგადად, დღეს მსოფლიო არის ორად გაყოფილი. არ ვემხრობი სააკაშვილის განცხადებას, რომ რუსეთის მიერ ომის წაგება ნიშნავს, რომ რუსეთი დაიშლება. ეს აუციელებლი არაა და სწორედ დღეს მივიღე უკრაინის პრეზიდენტისგან მადლობის წერილი საქართველოს პოზიციებისთვის გაეროში, სხვადასხვა ღონიძიებებზე და ზოგადადდა მინიშნება იმისა, რომ როცა იქნება გლობალური სამშვიდობო სამიტი, იქ საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი, ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა. ამას სრულიად ვემხრობი, ამას ვეუბნები ყველას გაერთ, რომ როდესაც დადგება დრო (ეს დრო უკრაინის გადასაწყვეტია, როცა ჩათვლის რომ ტერიტორიები დაიბრუნა, ამის მიღწევამდე ალბათ არ დათანხმდება უკრაინა) იქნება გლობალური მოლაპარაკებები და აუციელებლია, ერთი რამ იყოს მიღწეული: რუსეთი გავიდეს ყველა იმ ტერიტორიიდან, რომელიც აქვს ოკუპირებული. რუსეთის დანგრევა არავის საქმე არ არის და ეს არ უნდა იყოს შემაშინებელი მსფლიოსთვის (დესტაბილიზაცია და ამას რა მოჰყვებაო). რუსეთი გადაიქცეს რუსეთად და დაივიწყოს თავისი იმპერიალისტური ამბიციები – ეს უნდა იყოს შედეგი ამ საშინელი ომის, ამით უნდა დამთავრდეს რუსეთის ამბიციები. უკრაინის დაბრუნება თავის საზღვრებში, და რუსეთის თავისაში – ამას ვეუბნები ყველას, ამერიკელებს და სხვებს, რომ ეს თუ არ მოხდება, ჩათვალეთ, რომ 5 წელიწადში, 10 წელიწადში, როდესაც მოიკრებს ძალას, რუსეთი ისევ იქნება აგრესიული დესტაბილიზაციის მომტანი ქვეყანა, როგორიც არის დღეს. ამიტომ, ყველას ინტერესშია, რომ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები, როდესაც გაიმართება, იყოს ნამდვილად სამშვიდობო და აქედან იშვას ახალი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ნამდვილი წესრიგი იქნება“,– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, ზურაბიშვილმა განმარტა, რომ არ მიიჩნევს ადეკვატურად რეკვას უმში მყოფ პრეზიდენტთან, თუ რამე სასწრაფო არ აქვს გადასაცემი და მისი სურვილია, წერილის კონტექსტში განაგრძოს მასთან საუბარი.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ აქვს მზადყოფნა უკრაინაში ვიზიტის:

„მქონდა, მაქვს და ჩემი მზადყოფნა იქ ჩასვლისთვის არაერთხელ განცხადებულა, კარგად იციან და სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შედგა, მაგრამ ურთიერთობა არის ძალიან ნორმალური. უკრაინელებმა კარგად იციან ჩემი პოზიცია, მუდმივად ვარ გამხმოვანებელი ჩვენი სოლიდარობის მათ მიმართ და ამისთვის არაერთხელ მივიღე მადლობა მათგან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S