Accentnews.ge
ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრემიერს მასთან კომუნიკაცია არ სურს

ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრემიერს მასთან კომუნიკაცია არ სურს

24/03/2023 19:08:00 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაციის არქონის შესახებ ისაუბრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველთან" ინტერვიუში.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მხოლოდ მინისტრებთან აქვს კომუნიკაცია.

„ძალიან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა – მთავართან, პრემიერ-მინისტრთან", - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ პრემიერთან კომუნიკაციის სურვილი აქვს, თუმცა ეს მთავრობის თავმჯდომარეს ეს არ სურს:

„არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება ინსტიტუტების ერთმანეთში. დემოკრატია არის, ერთი მხრივ, ხალხის ნება და ამომრჩევლის ნება და მეორე მხრივ, ინსტიტუტების პატივისცემა და ინსტიტუტებს შორის, რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობა, რომ ყველაფერი მუშაობდეს ქვეყნის სასარგებლოდ. მე ყოველთვის მზად ვარ", - თქვა მან.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ღონისძიებებზე მას ზრდილობიანად ხვდება, თუმცა „საჭირო არის სხვა ტიპის ურთიერთობა. ამის თქმა მინდა, რომ საჭირო არის, რომ საკითხები იყოს განხილული, პასუხი იყოს ზოგ კითხვებზე, შესაძლებლობა იყოს, რომ არგუმენტების გაცვლა მოხდეს; რატომ ხდება? რატომ მიღებულია ეს თუ ის გადაწყვეტილება და რა არის, მაგალითად, პრეზიდენტის არგუმენტები, რომ მან სხვანაირად იცის, საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორც ფიქრობს, რას ფიქრობს. შეიძლება პრეზიდენტის არგუმენტები, რომც არ ჰქონდეს მას ბერკეტები, შეიძლება, საჭირო იყოს, რომ მოსმენილი იყოს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S