Accentnews.ge
რას ფიქრობს პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებაზე

რას ფიქრობს პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებაზე

24/03/2023 19:23:22 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს “TV პირველთან” ინტერვიუს დროს ჰკითხეს, შეიწყალებს თუ არა “მთავარ არხის” დამფუძნელებს ნიკა გვარამიას. ასევე დაინტერესდნენ აქვს თუ არა ზურაბიშვილს მედიამენეჯერის მიმართ რაიმე წყენა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "პრეზიდენტს არ შეიძლება, ჰქონდეს პირადი წყენა" და მაგალითად მოიყვანა მის მიერ შეწყალებული ოპოზიციონერები: ოქრუაშვილი, რურუა, უგულავა.

“ამიტომ, ეს არის ღია საკითხი”, — აღნიშნა მან გვარამიას საკითხზე მსჯელობისას და დასძინა, რომ “ერთადერთი შემაფერხებელი ამაში არის ის გაუთავებელი რეკომენდაციები, ზეწოლები თუ თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციები”:

“მათ პირდაპირ ვუთხარი, რომ პატარა ქვეყანა რომ ვართ, ეს არ ნიშნავს, რომ ნება უნდა აიღონ თავიანთ თავზე და ისეთი გზავნილი იყოს პიროვნულად ჩემზე, რომ მოდით და ვიღაც შეიწყალეთ. ამის უფლება არავის აქვს არც ერთი ქვეყნის მიმართ… პრეზიდენტის დისკრეციული უფლება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა… ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება”, — აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, პატივს სცემს ფაქტს, რომ გვარამიას მისთვის შეწყალება არ უთხოვია:

“ძალიან პატივს ვცემ ამ პოზიციას და რაც იქნება და როგორც იქნება, გეტყვით თავის დროზე”.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, “თუ დაინახავთ, რომ 12 პუნქტზე მიდის ინტენსიური მუშაობა და პროცესს ეს რაღაც რგოლი აკლია, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილებას?”, ზურაბიშვილმა უპასუხა: “თუ-ზე გავჩერდეთ… მე არ ვაპირებ, დღეს ეთერში ამ თემაზე გიპასუხოთ, იმიტომ, რომ ეს დისკრეციული უფლება უნდა იყოს დაცული”.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის მაისში მიუსაჯა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

გვარამია გამოძიებასა და ბრალდებებს თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S