დეგნანი: "საქართველოში მედიაგარემოს დავიწროებას ვხედავთ"
25/03/2023 08:51:56 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოი მედიაგარემო ვიწროვდება, რაც ქმნის მოსახლეობის არასათანადო ინფორმირების რისკებს.
მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად კელი დეგნანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის მისაღებია, მაგრამ ყველასათვის ცნობილია, რომ მედიათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის.
„აქ, საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გზავნილია, რომ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ხდება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით და არა ინფორმაცია ერთი და იმავე მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე, რის გამოც ისინი მიიღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ექნება ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი დემოკრატიისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ინსტიტუტების შექმნას“,- განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია. ხოლო შეწყალების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ზურაბიშვილმა თქვა: „რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით”.


