Accentnews.ge
პრემიერი: "რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე"

პრემიერი: "რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე"

27/03/2023 07:18:56 პოლიტიკა

რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც რა თქმა უნდა, არის სიცრუე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობას აქვს კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო და აღნიშნულ გეგმას რამდენიმე დღეში, ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს.

„მე მინდა ასევე გითხრათ ძალიან მოკლედ ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი კითხვა დაისვა თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, ბატონო ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს ახალ ხედვას, პრეზენტაციას. რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც რა თქმა უნდა, არის სიცრუე. არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის და ხელფასის გარეშე. გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარი არის იმავე ადგილზე და არა სხვა ადგილზე ახალის აავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს, ეს მინდოდა მეთქვა ხაზგასმით, ასე, რომ არავითარი მღელვარების საფუძველი ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი კლინიკის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავს. ისინი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და კლინიკის მომავალთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ.

მათი ინფორმაციით, კლინიკა შესაძლოა, დაიხუროს და უმუშევრები დარჩნენ. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მედიკოსების ვარაუდი უსაფუძვლოა.

"ჩვენ ვითხოვთ ოფიციალური პირებისგან განცხადებას, რომ წარმოგვიდგინონ ზუსტი გეგმა ამ კლინიკას და ამ ტერიტორიას სამომავლოდ რა ემუქრება. ეს არის საფრთხე თუ პირიქით. ხომ შეიძლება ვიღაც მოვიდეს და ადეკვატური პასუხი გაგვცეს. არ გვაქვს იმედები, რომ ეს პროექტები რაც გაჟღერდა ჭორის დონეზე, რეალურად ასრულდება და 2 თუ 3 წლის შემდეგ აქ ისევ კლინიკა იქნება, კვლავ შეგვეძლება მუშაობა",- ამბობს ანესთეზიოლოგიის სამსახურის უმცროსი ექიმი ონისე ენუქიძე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ სრული რეაბილიტაციის გარეშე რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პრობლემების აღმოფხვრა შეუძლებელია. მინისტრის თქმით, შენობა 1960-70-იან წლებშია აშენებული და ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და სტანდარტებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს 2025 წლისთვის დაუსახა.

აზარაშვილის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი გამორიცხა აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება. როგორც მან 23 მარტს განაცხადა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაინგრევა და მის ადგილზე რამდენიმე წელიწადში ახალი საავადმყოფო შენდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S