Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "ხელისუფლება აგულიანებს მოძალადეს!"

ზურაბიშვილი: "ხელისუფლება აგულიანებს მოძალადეს!"

27/03/2023 14:16:13 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმობს საქართველოში ქალზე ძალადობას.

პრეზიდენტის ბრიფინგს წინ უძღოდა თათია სამხარაძის თხოვნა, გამოხმაურებოდა მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას.

"შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობის და ამის გამართლება! გაუმართლებელს ამართლებენ, თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ! ქალებსაც, რომელსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია როგორც ადამიანურად, ისე მორალურად! მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში ფემიციდის ტრაგიკურლი შემთხვევითაც სრულდება!

ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია", - თქვა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება:

"იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყანა თავს აწონებს 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორეთი ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდა სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე გამეორებით ძალადობს. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ".

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მას ორი ინსტანციის სასამართლო აქვს მოგებული.

ბოლო დღეებში POSTV-ის მიერ თათია სამხარაძის წინააღმდეგ კამპანია გაჩაღდა. კერძოდ, 24 მარტს POSTV-ის წარმომადგენელმა ნათია ბერიძემ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ენმ-ის წევრმა დიმიტრი ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. რის შემდეგაც პოლიცია ჩიქოვანის სახლში მივიდა. თავად თათია სამხარაძე აღნიშნულს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და თქვა, რომ „პოლიტ-ტექნოლოგიური სპეცოპერაციით პოსტივი ცდილობს პოლიტიკური აჯაფსანდლის მოწყობას და კონსპირაციებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“. თათია სამხარაძის თქმით, გრძნობს და შიშობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტისა, საქართველოში საფრთხეშია. 26 მარტს რამიშვილის ტელევიზია აცხადებდა, რომ სამხარაძე კვლავ ჩიქოვანის ბინაში იმალებოდა. თუმცა ქალმა, რომელმაც შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე დავა სასამართლოში მოუგო, ფეისბუკზე დადო ვიდეო საკუთარი სახლიდან. ვიდეოზე ის მამასთან ერთად არის აღბეჭდილი. თათია სამხარაძემ 27 მარტს განაცხადა, რომ მისი შემვიწროებლის ტელევიზიის წარმომადგენლები ამ დრომდე მის საცხოვრებელ ბინასთან იმყოფებიან.

მანამდე შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა და მისი დაცვა მმართველი გუნდის წევრებმა სცადეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S