Accentnews.ge
"მანამ, ვიდრე „ოცნების" წევრი დეპუტატები ინდივიდუალურად არ ემიჯნებიან ამ სიბილწეს, შალვა რამიშვილის მორალი არის ამათი მორალი"

"მანამ, ვიდრე „ოცნების" წევრი დეპუტატები ინდივიდუალურად არ ემიჯნებიან ამ სიბილწეს, შალვა რამიშვილის მორალი არის ამათი მორალი"

28/03/2023 09:06:51 პოლიტიკა

მაინტერესებს, „ქართული ოცნება“ კვლავ დგას თუ არა რიგითი შალვა რამიშვილის რეპუტაციის გადასარჩენად? - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იგი პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების აქცენტებს იზიარებს.

„მე მაინტერესებს ოჯახის, ეროვნული იდენტობის, კულტურის, ქართველობის, ეკლესიის სადარაჯოზე ვითომ მდგარი „ქართული ოცნება" როგორ აფასებს იმ ჩანაწერს, რომლის შინაარსიც არის აბსოლუტურად მიუღებელია ყველა სტანდარტით და კიდევ დგას თუ არა მათ შორის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც როცა ადამიანის უფლებებზე საუბრობს დეპუტატი, ეჩვენება, რომ ეს ციციკორეობაა, კვლავ დგას თუ არა რიგითი შალვა რამიშვილის რეპუტაციის გადასარჩენად, თუ კიდევ დარჩა რამე ამ რეპუტაციიდან? მანამ, ვიდრე „ქართული ოცნების" დეპუტატები ინდივიდუალურად არ ემიჯნებიან ამ სიბილწეს, შალვა რამიშვილის მორალი არის ამათი მორალი, განსხვავება არ არის. პრეზიდენტის განცხადებას მივესალმები და სრულად ვიზიარებ აქცენტებს. თათია მოვინახულე გუშინ და ჩემი მხრიდან ეს იყო ჟესტი თანადგომის და ყველა ქალის მიმართ გზავნილი, რომ სადამდეც შემეძლება მათ გვერდით ვიქნები, მიუხედავად იმისა, ვინ დგას მეორე მხარეს. არ მგონია, რომ მისი გატეხა მარტივია, მაგრამ გასაგებია ჩემთვის ხელისუფლების და პროპაგანდისტული მანქანის მიზანი, ისინი ფიქრობენ და ცდილობენ დააშინონ ყველა შესაძლო სხვა ქალი, რომელსაც აქვს ანალოგიური გამოცდილება და აჩვენონ, რომ თუ ხმას ამოიღებ ამ მძიმე გზას გაგატარებთ, თუმცა, საზოგადოება ძალიან აშკარად გამოხატავს სოლიდარობას,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ძალადობის კუთხით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და აღნიშნულის "სხვადასხვა ფორმით გამართლებას" შემაშფოთებელი უწოდა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება“.

„ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!“ , - განაცხადა ზურაბიშვილმა.

POSTV რამდენიმე დღეა, ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის თათია სამხარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებს. თათია სამხარაძე ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია. მან მიმართა სახალხო დამცველსაც.

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ს ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მან რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. შალვა რამიშვილი ბრალდებებს უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S