სააკაშვილი – უკვე რამდენიმე დღეა, ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს
28/03/2023 09:23:16 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს მიმართავს და სთხოვს, ხელი შეუწყოს კლინიკა "ვივამედში" ომბუდსმენის კონსილიუმის შესვლის პროცესს.
"ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. როდესაც შევხვდი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შევთანხმდით, რომ მის ოფისთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გააგრძელებდა მუშაობას. უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი ისინი მზად არიან. ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს,მით უფრო,იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის შესვლასთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანის თქმით, კონსილიუმის წევრებს მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გადაეცემათ რწმუნებები, რაც მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლადაა საჭირო.


