Accentnews.ge
კობახიძე – განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბრეივიკმა შეიწირა 77 ადამიანი, სააკაშვილმა - ასეულობით

კობახიძე – განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბრეივიკმა შეიწირა 77 ადამიანი, სააკაშვილმა - ასეულობით

28/03/2023 10:37:01 პოლიტიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ცინიზმია მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანი უფლებების დარგში ჯილდოს გადაცემა".

„ეს არის, რა თქმა უნდა, ცინიზმი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ანიჭებს ამ ჯილდოს ახლა, EPP-ისთან არის დაკავშირებული თუ ვინმესთან არის დაკავშირებული ეს პარტია. როდესაც ნორვეგიაში ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო მიხეილ სააკაშვილს, ეს არის, უბრალოდ, ცინიზმი. რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას, ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის პრინციპული განსხვავება ერთადერთია. ბრეივიკმა შეიწირა 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ციხეებში, აგვისტოში და ა.შ. ეს არის ერთადერთი პრინციპული განსხვავება ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ:

„ბრეივიკმა ხელი თავად გამოკრა სასხლეტს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო”.

ცნობისთვის: 25 მარტს ნორვეგიაში კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა.

27 მარტს საქართველოს პრემიერ –მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილისთის ნორვეგიაში გადაცემული პრიზი არაფერს არ ნიშნავს, პირიქით, ის დაცინვაა ქართველი ხალხის:

„საშინელი ჯოჯოხეთური რეალობაა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 2012 წელს, როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა. ამ ფონზე სააკაშვილი ნორვეგიის რომელიღაცა ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული შედეგებისთვის რაღაცით დააჯილდოვეს. ეს ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა. მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოვეს ადამიანის უფლებები დარგში მიღწეული რაღაცით. ეს ხომ ჩვენი ხალხის დაცინვაა?! ეს ხომ წარმოუდგენელია?! ნორვეგიაში გახსოვთ, ხომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაცა ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს იგივე. ჩემთვის იგივეა. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული გირგვლიანის საქმეში მონაწილეობისთვის, მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“.

27 მარტს საქართველოში ნორვეგიის ელჩმა ჰელენე სანდ ანდრესენმა განაცხადა, რომ "გაოგნებულია სააკაშვილის ბრეივიკთან შედარების გამო".

28 მარტს თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან აქცია გაიმართა. პარალელურად, ნორვეგიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

2011 წელს ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო ოსლოში და ცეცხლი გახსნა კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში. დაიღუპა 77, დაიჭრა 150-მდე ადამიანი. ტერორისტმა დანაშაული აღიარა. მას 21 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S