Accentnews.ge
ხაბეიშვილი – ნორვეგიის ელჩის დაბარება ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია

ხაბეიშვილი – ნორვეგიის ელჩის დაბარება ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია

28/03/2023 13:00:43 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის დაბარება ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ქვეყნის ინტერესების ღალატია.

"დღეს ვნახეთ ჩვენ არაადეკვატური დამოკიდებულება „რუსული ოცნების“, რომელმაც ნორვეგიის ელჩი დაიბარა, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემისთვის და ეს ჯილდო არის დემოკრატიის განვითარებისთვის გადაცემული. ჩვენ ვნახეთ, რომ ანტონი, ბერას სათამაშო, ბავშვებს სკოლაში რომ უვარდებოდა და აშინებდა მერე ამაზე საუბრობდა მისი ბატონის შვილთან, ბერასთან, ეს კაცი საუბრობს ადამიანის უფლებების დარღვევაზე. პრეზიდენტ სააკაშვილი მანამ, ვიდრე პუტინის ტყვეობაშია, მხარს უჭერს პრეზიდენტი ზელენსკი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, პოლონეთის სეიმი, ლიეტუვა, ესტონეთი, საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმაც გააკეთა განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით და დაძაბოს გონება „რუსული ოცნების“ მხარდამჭერებმა, ჯერ კიდევ თუ დარჩა ამ პარტიას. ვინ არის „რუსული ოცნების“ პარტნიორი? ესენი არიან, მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი, პუტინი, ლავროვი, სხვა მათ მოკავშირე არავინ არ ჰყავთ. შესაბამისად, ის რაც დღეს იკადრეს არის სერიოზული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ნორვეგიის ელჩი ამის გამო დაიბარეს“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის: 25 მარტს ნორვეგიაში კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა.

27 მარტს საქართველოს პრემიერ –მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილისთის ნორვეგიაში გადაცემული პრიზი არაფერს არ ნიშნავს, პირიქით, ის დაცინვაა ქართველი ხალხის:

„საშინელი ჯოჯოხეთური რეალობაა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 2012 წელს, როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა. ამ ფონზე სააკაშვილი ნორვეგიის რომელიღაცა ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული შედეგებისთვის რაღაცით დააჯილდოვეს. ეს ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა. მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოვეს ადამიანის უფლებები დარგში მიღწეული რაღაცით. ეს ხომ ჩვენი ხალხის დაცინვაა?! ეს ხომ წარმოუდგენელია?! ნორვეგიაში გახსოვთ, ხომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაცა ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს იგივე. ჩემთვის იგივეა. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული გირგვლიანის საქმეში მონაწილეობისთვის, მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“.

27 მარტს საქართველოში ნორვეგიის ელჩმა ჰელენე სანდ ანდრესენმა განაცხადა, რომ "გაოგნებულია სააკაშვილის ბრეივიკთან შედარების გამო".

28 მარტს თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან აქცია გაიმართა. პარალელურად, ნორვეგიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

2011 წელს ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო ოსლოში და ცეცხლი გახსნა კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში. დაიღუპა 77, დაიჭრა 150-მდე ადამიანი. ტერორისტმა დანაშაული აღიარა. მას 21 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S