ალასანია – სააკაშვილზე: „12 აპრილს პოლონეთი აჯილდოვებს“
28/03/2023 17:15:24 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას ინფომაციით, აპრილში მიხეილ სააკაშვილს პოლონეთი დააჯილდოებს.
„12 აპრილს პოლონეთი აჯილდოვებს. „პრომეთეს“ ჯილდოს მიიღებს მიხეილ სააკაშვილი“,– თქვა ალასანიამ „მთავარი არხის ეთერში.
ჯილდო სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს გადაეცემათ.
25 მარტს ნორვეგიაში კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა.
27 მარტს საქართველოს პრემიერ –მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილისთის ნორვეგიაში გადაცემული პრიზი დაცინვაა ქართველი ხალხის და ექს–პრეზიდენტი ტერრისტ ბრეივიკს შეადარა.
27 მარტს საქართველოში ნორვეგიის ელჩმა ჰელენე სანდ ანდრესენმა განაცხადა, რომ "გაოგნებულია სააკაშვილის ბრეივიკთან შედარების გამო".
28 მარტს ელჩი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს.


