Accentnews.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები “ხალხის ძალიდან” ქონებრივ დეკლარაციებს არაკეთილსინდისირეად ავსებენ – "მითების დეტექტორი"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები “ხალხის ძალიდან” ქონებრივ დეკლარაციებს არაკეთილსინდისირეად ავსებენ – "მითების დეტექტორი"

28/03/2023 19:31:05 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "ხალხის ძალიდან", რომლებიც "აგენტების" შესახებ არაკონსტიტუციური, რუსულად შეფასებული კანონპროექტის მიღებას მეტი "გამჭვირვალეობის" მოტივით გეგმავდნენ და გამოირჩევიან შეთქმულების თეორიების შემოთავაზებით, თავად ქონებრივ დეკლარაციებს "არაკეთილსინდისირეად ავსებენ",– ამ დასკვნამდე მივიდა "მითების დეტექტორი" შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ.

კერძოდ, კვლევის მიხედვით, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ყველაზე ხშირად არღვევს ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესს და იგი ჯამში 3,837 დააჯარიმეს.

ამავე ჯგუფის წევრი დიმიტრი ხუნდაძემ მის საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის შესახებ ინფორმაცია დამალა, რისთვისაც 2018 წელს 1000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო მიხეილ ყაველაშვილი პირადი ანგარიშისა და ოჯახის წევრის შემოსავლის არასრული წარდგენის გამო 1,108 ლარით დააჯარიმეს.

"გამჭვირვალობისთვის არსებობს დეკლარაცია და შესაბამისად, თანამდებობის პირებს სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება, არ აწყობდეთ, რომ მათი უძრავი ქონება ან სხვადასხვა სახის შემოსავალი საზოგადოებისთვის იყოს საჯარო. ჯარიმების მიუხედავად კონკრეტული თანამდებობის პირები კვლავ აგრძელებენ არასწორად და არასრულად დეკლარაციების შევსებას" - ამბობს ფლანგვის დეტექტორის მკვლევარი ლიზა ქორიძე.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს დაჯარიმების მექანიზმი არ არის იმდენად ძლიერი, რომ თანამდებობის პირი განმეორებითი დარღვევისგან შეაკავოს. საერთაშორისო, მაგალითად ლიეტუვის პრაქტიკით, თუკი თანამდებობის პირი დეკლარაციას არაჯეროვნად შეავსებს, იგი შესაძლოა თანამდებობიდან გათავისუფლდეს და 3 წლით აეკრძალოს საჯარო სამსახურში დასაქმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S