კობახიძე – ენმ-ის მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ: "ჩვენთვის არსებითი მნიშნელობა არ აქვს სად იქნებიან"
29/03/2023 10:41:53 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიისთვის მნიშვნელობა არ აქვს შეწყვეტს თუ არა ბოიკოტს "ნაციონალური მოძრაობა".
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" 12 ევრორეკომენდაციის უმეტესობა "რადიკალური ოპოზიციის მონაწილეების გარეშე" შეასრულა.
„რეალურად ორი რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი. შესაბამისი კანონპროექტები არის მიღებული. მანამდე ისე მივიღეთ რეკომენდაციებთან დაკავშირებული ყველა კანონპროექტი, რომ ამაში არ იყო ჩართული „ნაცმოძრაობა“. ბოლო ეტაპზე რა ფასი აქვს მათ ჩართულობას, არ ვიცი. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რეალურად ისინი იქნებიან ქუჩაში, თუ პარლამენტში. მათ არც ქუჩის რესურსი აქვთ და არც პარლამენტის. პარლამენტის რესურსი არ აქვთ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული. არ აქვთ ელემენტარული უნარი, რომ ჩაერთონ კანონპროექტების განხილვაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, რაიმე დიდი ფასი მათ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში ბუნებრივია არ აქვს. ხაბეიშვილის ინტელექტი იცით, გუბაზ სანიკიძის ინტელექტი იცით, სხვების ინტელექტი იცით, ხომ? ანუ, ინტელექტით ვერ ახერხებენ რეალურად მიყოლას იმ პროცესებზე, რაც კანონპროექტების მიღებასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა.


